Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

H9D2HZJA Posted 11 Nov Views: 1

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

GDCC external listing
₾800–1200 / month Apply by 12 Dec
Sign in and apply

Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "GDCC LLC" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების მართვა, რეგიონებში განაწილება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
  • პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან) ინტენსიური ურთიერთობა;
  • კონკურენტების მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი;
  • ყოველკვარტალურად გაყიდვების პრეზენტაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები

  • უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტი);
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე;
  • ენერგიული და კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული მიზნების მიღწევაზე.

სამუშაო პირობები

  • გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
  • დასვენება — შაბათი, კვირა;
  • ანაზღაურება: 800-1200 ₾;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მობილური ტელეფონის ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე. საგანში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება — "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post