ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "GDCC LLC" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები
- ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
- პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და კონტროლი;
- პროდუქციის ნაშთების მართვა, რეგიონებში განაწილება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
- პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან) ინტენსიური ურთიერთობა;
- კონკურენტების მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი;
- ყოველკვარტალურად გაყიდვების პრეზენტაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები
- უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტი);
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე;
- ენერგიული და კომუნიკაბელური;
- მოტივირებული მიზნების მიღწევაზე.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
- დასვენება — შაბათი, კვირა;
- ანაზღაურება: 800-1200 ₾;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მობილური ტელეფონის ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე. საგანში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება — "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge