8,878 live vacancies
← All vacancies

J1528R7T Posted 25 Sep 2 views

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

Tbilisi Full-time Administration / Management
Sign in and apply
Negotiable Apply by 2 Oct

გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: - უმაღლესი განათლება - ბაკალავრი/მაგისტრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება) - ან აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. - ბაკალავრის შემთხვევაში - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მათ შორის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. - მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს: - საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’. - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ’’. - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანებას ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანასური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’. - ბუღალტრულ აღრიცხვა - ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული და მარეგულირებად აქტებს (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები, მეთოდოლოგია).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: - კრეატიულობა; - ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა; - ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დასაბუთების უნარი; - ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; - ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება: - დაფინანსების წყაროს შესაბამისად ყოველდღიურად ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების დამუშავება მემორიალური ორდერების მოსამზადებლად; - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა; - შრომის ანაზღაურების, სტიპენდიების და სხვა განაცემების დროული გაანგარიშება და დარიცხვა/გადარიცხვა; - მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების დამუშავება და ანგარისწორება;

სალაროს მეურნეობის წარმოება; თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების შემოსავალში აღების, განაწილების და სარეალიზაციო ფასების განსაზღვრის თაობაზე ბრძანების პროექტის მომზადება; სტუდენტთა ფინანსური ბაზების მომსახურება; თ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან; საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა: განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი; კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში უნდა მიეთითოს,,აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post