Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

J19BQE2N Posted 11 Nov Views: 0

მარკეტინგის მენეჯერი

Negotiable Apply by 11 Dec
Continue to the original listing ↗

საერთაშორისო აკადემია "ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვაზე, ყოველდღიურ მართვასა და განხორციელებაზე. მარკეტინგის მენეჯერი იმუშავებს ხელმძღვანელის სტრატეგიული მხარდაჭერითა და მენტორობით.

ძირითადი მოვალეობები

  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შედეგების შეფასება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება, მართვა და ხარჯების კონტროლი;
  • გუნდისა და გარე პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია, დავალებებისა და ვადების მართვა;
  • ციფრული საკომუნიკაციო არხებისა და კონტენტის შექმნის პროცესის მართვა;
  • ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სასკოლო ღონისძიებების (Halloween, Christmas Fest, Game Day და მსგავსი), ღია კარის დღეებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება: კონცეფციის შემუშავებიდან ბიუჯეტის, მომწოდებლებისა და ადგილზე შესრულების კოორდინაციამდე;
  • მოსწავლეთა მოზიდვის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კამპანიებისა და ღონისძიებების ეფექტიანობის ანალიზი, ანგარიშების მომზადება და გაუმჯობესების გზების შეთავაზება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტის მომზადებისა და მართვის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • განათლების სფეროს მიმართ ინტერესი;
  • სასკოლო გარემოში მუშაობისა და სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზაობა;
  • დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება;

  • Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ

  • მოწინავე კერძო სკოლაში მუშაობისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • კრეატიულ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • მარკეტინგული მიმართულების მართვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ხელმძღვანელის სტრატეგიულ მხარდაჭერასა და მენტორობას;
  • საკუთარი ინიციატივების წარდგენისა და განხორციელების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ლისი, ლეო კვაჭაძის 1 ჩიხი, 6
  • სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე: ორშაბათი - პარასკევი

როგორ გამოგვეხმაუროთ:

CV-ისთან ერთად გამოგვიგზავნეთ მოკლე აღწერა ერთი კამპანიის ან პროექტის შესახებ, რომელსაც თავად მართავდით და რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ: რა იყო მიზანი, რა გააკეთეთ პირადად და რა შედეგს მიაღწიეთ. განაცხადი გამოგვიგზავნეთ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post