Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

JE0PNSAK Posted 13 Nov Views: 3

მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი - დღის ცვლა

სითიქომი external listing
₾1100 / month Continue to the original listing ↗

−20% vs the usual · usual 1,377 ₾ · 66 ads

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

რას გთავაზობთ ჩვენ

  • სამუშაო დრო: 11:00-20:00 (კვირაში 5 დღე)
  • დასვენების დღე: კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 330 ლარი)
  • 18-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ანაზღაურების ზრდა 200 ლარით
  • ტრენინგები და პროფესიული განვითარება
  • ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიებისგან
  • Fitpass
  • მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ, ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდს წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი საჭიროებების ეფექტურად მოგვარებაზე. პოზიცია წარმოადგენს პირველ და მნიშვნელოვან საფეხურს კომპანიის საქმიანობის სრულფასოვნად შესასწავლად, რაც შესაძლებელს ხდის პოზიციურ ცვლილებას კომპანიის შიგნით. როლი ასვე მოიაზრებს 18 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ანაზღაურების ზრდას 200 ლარით.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით
  • მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
  • მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა და დამუშავება
  • კომუნიკაციის პროცესში დაბრკოლებების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება მომსახურების შეუფერხებლად გაწევისთვის

სასურველია

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • აუცილებელია: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონაზე ცოდნა (B1-B2)

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს.

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post