Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

JHFWPZTT Posted 7 Nov Views: 0

პოკერ კლუბის დილერი

BET25

BET25

BET25 external listing
Tbilisi Full-time Other
₾1400–1800 / month Apply by 4 Dec
Sign in and apply

BET25 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პოკერ კლუბის დილერი.

BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნასა და მრავალფეროვანი გასართობი სივრცის განვითარებაზე.

ადგილმდებარეობა თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი №41 სამუშაო გრაფიკი 2/2 (ორი სამუშაო დღე, ორი დასვენების დღე) ანაზღაურება 1400–1800 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პოკერის თამაშის პროცესის წარმართვა დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
  • თამაშის წესების დაცვა და მონაწილეებისთვის მათი განმარტება საჭიროების შემთხვევაში;
  • კარტების დარიგება და თამაშის მიმდინარეობის კონტროლი;
  • თამაშის პროცესში სიზუსტისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა;
  • მოთამაშეებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
  • სამუშაო ადგილზე წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები

  • სასურველია დილერად მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც განიხილება კანდიდატურა);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
  • სწრაფი აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

BET25 გთავაზობთ

  • დრესკოდის უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „პოკერ კლუბის დილერი“. რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post