Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

JKDTA2ZF Posted 18 Nov Views: 2

მზარეული / მზარეულის დამხმარე

Mountainsky Goderdzi external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 13) Apply by 1 Dec

Mountainsky Goderdzi აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე : მზარეული / მზარეულის დამხმარე

ახალი, მაღალი კლასის 5★ სასტუმროს რესტორანში ვეძებთ პროფესიონალ და მოტივირებულ კულინარიულ გუნდს.

რესტორანი იმუშავებს à la carte კონცეფციით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ქართულ სამზარეულოს, ხარისხიან პროდუქტს, დახვეწილ პრეზენტაციას და ქართული კერძების თანამედროვე ფიუჟენ ინტერპრეტაციას.

მზარეული ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან მზარეულს, რომელიც შეძლებს შეფის მიერ შემუშავებული მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადებას.

მოვალეობები

  • à la carte შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • კერძების ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტების ზუსტად დაცვა;
  • პროდუქციის სწორად დამუშავება და შენახვა;
  • კერძების გემოსა და ვიზუალური სტანდარტის შენარჩუნება;
  • შეფთან და სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგებული და პროფესიონალური ორგანიზება.

მოთხოვნები

  • მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული სამზარეულოს ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა, სისწრაფე და გუნდური მუშაობის უნარი.

მზარეულის დამხმარე ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც შეუერთდება სამზარეულოს გუნდს და დაეხმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების ეფექტურად წარმართვაში.

ძირითადი მოვალეობები

  • პროდუქციის პირველადი დამუშავება და მომზადება;
  • მზარეულების დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
  • სამზარეულოს სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
  • პროდუქციის სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
  • სამზარეულოში მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
  • შეფისა და მზარეულების მითითებების ზუსტად შესრულება.

გამოცდილება სასურველია, თუმცა მოტივირებულ კანდიდატებს განვიხილავთ გამოცდილების გარეშეც.

ჩვენ გთავაზობთ

  • მუშაობას ახალ, მაღალი კლასის 5★ სასტუმროში;
  • თანამედროვე à la carte რესტორნის კონცეფციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

თუ გსურთ გახდეთ ახალი კულინარიული გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მაღალი კლასის რესტორნის შექმნაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post