სხვადასხვა პოზიცია სამზარეულოში
"Carpe Diem" მდებარეობს ზღვის დონიდან 2, 172 მეტრზე და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, 61 ნომერს, რესტორანს, ტერასას, კინოთეატრს, საუნასა და სხვა მომსახურებებს.
ლოკაცია: გუდაური სამუშაო განაკვეთი: სრული
ვიწვევთ გამოცდილ და მოტივირებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:
- ცხელი კერძების მზარეული;
- კონდიტერი;
- დამხმარე მზარეული;
- მცხობელი;
- მეხინკლე;
- მაყალზე მომუშავე მზარეული.
სამუშაო პირობები
- სრული სამუშაო განაკვეთი;
- უფასო კვება;
- უფასო საცხოვრებელი კომპანიის მიერ.
მოთხოვნები
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროფესიული უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
"თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."