შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტში. (გაყიდვების მიმართულება).
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას #16 სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები
- არსებული კლიენტებისთვის ახალი გადაზღვევის პროდუქტების შეთავაზება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
- კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების კოორდინაცია და მიმოქცევის კონტროლი;
- ანდერაიტინგის განყოფილებასთან გადაზღვევის პირობებისა და ტარიფის შეთანხმება;
- არსებული კლიენტების გადაზღვევის პრემიების დროულად დაფარვების და დავალიანებების კოორდინაცია და კონტროლი;
- პოტენციური კლიენტებისთის პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება, გადაზღვევის მომსახურების გაცნობის მიზნით;
- პარტნიორ კომპანიებთან, კლიენტებთან, საბროკერეოებთან ურთიერთთანამშრომლობა და გადაზღვევის განხორციელების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პრეზენტაციების მომზადება/განახლება.
- კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად გადაზღვევის პროდუქტების სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების, დაზღვევის და/ან გადაზღვევის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპანიის პროდუქტების ცოდნა.
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.