← All vacancies

JYRHEZ21 Posted 19 Nov Views: 1

მასწავლებელი/მაძიებელი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"გია მურღულიას უნივერსალური სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის/მაძიებლის თანამდებობაზე.

საგანი: მხარდამჭერი მასწავლებელი კლასი: I და II სექტორი: ქართული რეგიონი: თბილისი რაიონი: ვაკე-საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (III-IV კურსი) პედაგოგიკის, დაწყებითი განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სასწავლო პროცესში მასწავლებლის მხარდაჭერის გამოცდილება (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები

  • გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება და ძირითადი მასწავლებლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფების დახმარება სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში;
  • მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეთა ქცევის მართვაში მონაწილეობა პოზიტიური დისციპლინის პრინციპებზე დაყრდნობით;
  • მოსწავლეებთან ყოფნა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესვენებების, ეზოში ყოფნისა და კვების დროს;
  • მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი და ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება;
  • მოსწავლეთა დახმარება საშინაო დავალებების მომზადებაში;
  • კლასში განხორციელებული აქტივობების განმტკიცება და განმეორება;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ძირითად მასწავლებელთან სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას;
  • მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მშობლებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა ძირითად მასწავლებელთან კოორდინაციით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • დიპლომის ასლი;
  • რეზიუმე (CV) ფოტოთი;
  • სამოტივაციო წერილი.

კონკურსის ეტაპები

  • I ეტაპი — რეზიუმეების გაცნობა და გადარჩევა;
  • II ეტაპი — შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "გია მურღულიას უნივერსალური სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "გია მურღულიას უნივერსალურმა სკოლამ" დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post