ფინანსური დაგეგმარების/კონტროლის განყოფ. უმცროსი სპეციალისტი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ფინანსური დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი/თბილისი
მოვალეობები და ვალდებულებები
- ყოველწლიური ბიუჯეტისა და ფინანსური მოდელის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, როგორც ჯგუფისთვის, ასევე ყველა შვილობილი კომპანიისთვის;
- კაპიტალური დანახარჯებისა და განხორციელებული რემონტების ანგარიშგებების მომზადებისთვის მონაცემების დამუშავება;
- ფულადი მოთხოვნების დამუშავება ბიუჯეტირების მოთხოვნებთან შესაბამისად;
- საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
- ბიუჯეტის ფაქტიურთან გადახრების ანალიზი;
- ძირითადი საშუალებების ბაზის მართვა ERP სისტემაში.
მოთხოვნები
- განათლება — ფინანსების/ეკონომიკის განხრით;
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება — ჩაითვლება პრიორიტეტად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.