← All vacancies

KGG8N4CG Posted 17 Nov Views: 0

ფინანსური დაგეგმარების/კონტროლის განყოფ. უმცროსი სპეციალისტი

Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 8) Apply by 25 Nov

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ფინანსური დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი/თბილისი

მოვალეობები და ვალდებულებები

  • ყოველწლიური ბიუჯეტისა და ფინანსური მოდელის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, როგორც ჯგუფისთვის, ასევე ყველა შვილობილი კომპანიისთვის;
  • კაპიტალური დანახარჯებისა და განხორციელებული რემონტების ანგარიშგებების მომზადებისთვის მონაცემების დამუშავება;
  • ფულადი მოთხოვნების დამუშავება ბიუჯეტირების მოთხოვნებთან შესაბამისად;
  • საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
  • ბიუჯეტის ფაქტიურთან გადახრების ანალიზი;
  • ძირითადი საშუალებების ბაზის მართვა ERP სისტემაში.

მოთხოვნები

  • განათლება — ფინანსების/ეკონომიკის განხრით;
  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება — ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post