საწყობის თანამშრომელი
კომპანია "აიმ ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობით კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია თბილისსა და რეგიონებში.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე;
ძირითადი მოვალეობები
- ყოველდღიური შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან გაცემა;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- საწყობის საერთო მოწესრიგებულობის კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის ჩატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი მოთხოვნები
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლიანობა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
კომპანია გთავაზობთ
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
სამუშაო ადგილი:თბილისი, სანზონა, ერწოს ქუჩა 11ა. მეტრო ღრმაღელეს მიმდებარედ თანამდებობრივი სარგო: საშუალო ანაზღაურება: 1700 ლარი. სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი"