9,154 live vacancies
← All vacancies

KMDAHDV7 Posted 30 Sep 10 views

ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტი

მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი

Tbilisi Full-time Administration / Management
Sign in and apply
Negotiable Apply by 30 Oct

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

  • მისთვის განსაზღვრული სტუდენტების სრულყოფილი ადმინისტრაციული მომსახურება და მათთვის ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
  • სტუდენტების კონსულტირება და ინფორმირება სასწავლო და ადმინისტრაციულ საკითხებზე, უნივერსიტეტსა და სკოლაში მოქმედი წესების, პროცედურების, ვადებისა და მიმდინარე ცვლილებების შესახებ;
  • სტუდენტური საკითხებისა და მოთხოვნების სრული ციკლის მართვა: საკითხის მიღება, შესაბამის პირებთან/ერთეულებთან კოორდინაცია, შესრულების მონიტორინგი და საბოლოო შედეგის სტუდენტისთვის კომუნიკაცია;
  • სტუდენტების სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის სასწავლო პროცესთან, გამოცდებთან, შეფასებებთან, აპელაციებთან, მობილობასთან, სტატუსის აღდგენასთან, კრედიტების აღიარებასა და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • სტუდენტური პრობლემების, საჭიროებებისა და უკუკავშირის მონიტორინგი და სისტემატიზაცია, განმეორებადი ან განსაკუთრებული ყურადღების საჭიროების მქონე შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;
  • სტუდენტებთან დაკავშირებული მონაცემების, პირადი საქმეებისა და დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის სიზუსტის, სრულყოფილებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით სკოლის კოორდინატორთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალსა და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
ალტე უნივერსიტეტი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post