Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

KVSZFJAB Posted 11 Nov Views: 0

პროექტების მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

თიბისი

თიბისი

თიბისი external listing
Negotiable Apply by 9 Dec
Continue to the original listing ↗

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე: პროექტების მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

ადგილმდებარეობა: თბილისი მოქმედების ვადა: 23/11/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • პროექტების მენეჯერი უზრუნველყოფს ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, სათაო ოფისებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და განხორციელებას. პასუხისმგებელია პროექტის ვადების, ბიუჯეტის, ხარისხის, რესურსების, კომუნიკაციისა და შედეგების ეფექტიან მართვაზე.
  • მართავს მისთვის მინიჭებულ სამშენებლო, სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს სრულ სასიცოცხლო ციკლში;
  • ამზადებს და აწარმოებს პროექტების დეტალურ გეგმა-გრაფიკებს (Project Schedule);
  • განსაზღვრავს პროექტის ძირითად ეტაპებს (Milestones) და აკონტროლებს მათ შესრულებას;
  • ახორციელებს პროექტების ვადების, რესურსებისა და პროგრესის მუდმივ მონიტორინგს;
  • კოორდინაციას უწევს პროექტში ჩართულ შიდა და გარე მხარეებს, მათ შორის ბიზნეს ერთეულებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მომწოდებლებსა და კონტრაქტორებს;
  • ორგანიზებას უწევს საპროექტო შეხვედრებს და აკონტროლებს შეთანხმებული დავალებების შესრულებას;
  • ამზადებს პროექტების სტატუს-ანგარიშებს, პროგრესის მიმოხილვებს და რისკების ანგარიშგებას;
  • უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის, შეთანხმებებისა და ცვლილებების რეესტრის წარმოებას;
  • მონაწილეობს პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგში;
  • ახორციელებს პროექტთან დაკავშირებული რისკების, პრობლემებისა და შეფერხებების იდენტიფიცირებას, ესკალაციასა და მართვას;
  • აკონტროლებს პროექტის შესაბამისობას დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ვადებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან;
  • მონაწილეობს სატენდერო და შესყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;
  • უზრუნველყოფს პროექტების მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში გადაცემის პროცესების ორგანიზებას;
  • ამზადებს და წარადგენს ინფორმაციას ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება მშენებლობის, არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის, პროექტების მართვის, სამშენებლო მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .

პროფესიული უნარ-ჩვევები

  • შედეგებზე ორიენტაცია
  • დასახული მიზნებისა და ამოცანების დროულად შესრულება არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებით'
  • სამუშაო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შედეგების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში მიდგომების ადაპტირება და ინიციატივების გამოვლენა;
  • რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • შიდა კლიენტებზე ფოკუსირება
  • შიდა კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების გააზრება და მათზე ეფექტიანი რეაგირება;
  • უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რესურსებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
  • კოლეგების განვითარებაზე ზრუნვა
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის;
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის სისტემატიზაცია და გუნდის განვითარებაში წვლილის შეტანა
  • ცვლილებებთან ადაპტაცია
  • ახალი იდეებისა და მიდგომების ინიციირება სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
  • სიახლეების მიმართ ღიაობა და ცვლილებებთან კონსტრუქციული ადაპტაცია.
  • თანამშრომლობა
  • ინფორმაციის ეფექტიანი გაზიარება და გუნდურ მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;
  • კოლეგებისა და ხელმძღვანელის მხარდაჭერა საერთო მიზნების მიღწევაში;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის პროცესში ჩართულობა;
  • კონსტრუქციული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CLKs3

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post