მზარეული
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ლოკაცია: გუდაური სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ხელფასი: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები
- კერძების მომზადება დამტკიცებული მენიუსა და რეცეპტურების შესაბამისად;
- საუზმის ბუფეტის მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- À la carte მენიუს კერძების მომზადება;
- პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
- სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- პროდუქციის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და სისწრაფე;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- საცხოვრებელს და კვებას სასტუმროში
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება