Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

M1BFCFS4 Posted 7 Nov Views: 0

პრისეილერი / სავაჭრო აგენტი

Negotiable Apply by 4 Dec
Sign in and apply

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი / სავაჭრო აგენტის პოზიციაზე (კახეთის რეგიონში).

სასურველია გურჯაანის რაიონის, ლაგოდეხის რაიონის და წნორის მაცხოვრებელი (მიუთითეთ სივში ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი). (ავტომობილი ფირმის).

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე. დასვენება — შაბათი და კვირა.

მოთხოვნები

  • პრისეილერად მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი (გამოცდილების არ არსებობის შემთხვევაში მინიმუმ სამი თვე სტაჟირება);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
  • ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა;
  • შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი.

მოვალეობები

  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

აუცილებელია მინიმუმ ერთი თვე, მაქსიმუმ სამი თვე მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე (თბილისიდან) მუშაობა გამოცდილების მისაღებად და ქსელის ასათვისებლად (ანაზღაურებადი). პრისეილერის ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია გამომუშავებაზე: საბითუმოდ გაყიდული საქონლის 2%, საცალოდ გაყიდული საქონლის 3% (საშუალოდ 2000 ლ. და ზევით). ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა: +1000 ლ. (გეგმის 100% შესრულებისას), +500 ლ. (გეგმის 80% შესრულებისას), რასაც ემატება პრისეილზე მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს 100 ლ., მეოთხე თვეს 200 ლ. და ხუთი თვის შემდეგ ფიქსირებული 300 ლ.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post