კლიენტთან მუშაობის სპეციალისტი
"2გის-თბილისი", ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში. კომპანიის მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გაუმარტივოს გზამკვლევის პროცესი და მაქსიმალური სიზუსტით მიაწოდოს სრული ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურების სფეროზე.
შპს "2გის-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას, კლიენტთან მუშაობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- შემომავალი და გამავალი ზარების მართვა;
- მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება კოპანიის სერვისების შესახებ;
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში;
- კომპანიის პლატფორმაში მუშაობა, დეტალებზე ორიენტაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომპანიის მიერ შემუშავებულ პროგრამაში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყოველდღიური დავალებების შესრულება
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენ გთავაზობთ
- ანაზღაურება: 1000 ლარი NETO + ბონუსები 200 ლარი
- სტაბილურ სამუშაოს საერთაშორისო კომპანიაში;
- უფასო ტრენინგებს
- კომპანიაშივე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას
თუ გსურთ გახდეთ "2გის-თბილისი"-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული თანამედროვე პროდუქტების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.