Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

MD0TG2R0 Posted 19 Nov Views: 0

სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"ნათს ინქორფორეითიდ" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამეგრელო, სოფელი სეფიეთი განაკვეთი: სრული

ამ პოზიციის მიზანია თხილის ბაღების ინფრასტრუქტურის (წყლის არხების, შიდა გზებისა და ღობეების) მოწყობის, შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, ამ სამუშაოებში ჩართული პერსონალის ხელმძღვანელობით.

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული თხილის ბაღების წყლის არხების გაყვანის, გამართვისა და პერიოდული გაწმენდის ორგანიზება;
  • არხების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, დაზიანებების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაღებში წყლის დგომა;
  • ბაღების შიდა გზების შეკეთებისა და მოვლის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, ტექნიკისა და პერსონალის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
  • ღობეების მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და ახალი ღობეების მოწყობის ორგანიზება;
  • სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება, შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება;
  • საჭირო მასალებისა და ტექნიკის განსაზღვრა, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • სამუშაოების კოორდინაცია აგრონომიულ გუნდთან, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეთანხმებული იყოს ბაღის მოვლის გრაფიკთან;
  • საავარიო სიტუაციებზე (წყალდიდობა, არხის ჩაქცევა, ღობის დაზიანება) ოპერატიული რეაგირება;
  • სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სასურველი უნარ-ჩვევები

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სამშენებლო, მელიორაციის ან აგრარულ სფეროში) ან 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე;
  • წყლის არხების, მიწის სამუშაოებისა და გზების მოვლის სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
  • მიწის სამუშაოების ტექნიკასთან (ექსკავატორი, გრეიდერი და სხვ.) დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
  • კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და სათაურში "Subject" მიუთითოთ: სამეურნეო-სამელიორაციო სამუშაოების კოორდინატორი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post