Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

MF84FFTB Posted 14 Nov Views: 0

სწავლების, შედეგების მართვისა და ცვლილებების სპეციალისტი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 14 Nov (Days left: 31) Apply by 15 Dec

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" HR განყოფილების გუნდს!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება - სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: Learning, Performance & Change Specialist

ძირითადი მოვალეობები

  • HR-ის მნიშვნელოვანი პროექტების კოორდინაცია და შესრულების ხარისხიანი მართვა, პროექტული მიდგომების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინიციატივების დროული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული განხორციელება;
  • HR პროცესებისა და სამუშაო პრაქტიკების ანალიზი, ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების შემოთავაზება Operational Excellence და Continuous Improvement პრინციპებზე დაყრდნობით;
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა როგორც HR ფუნქციაში, ისე ორგანიზაციის მასშტაბით, ეფექტურობის ზრდისა და თანამედროვე სამუშაო მიდგომების განვითარების მიზნით;
  • ორგანიზაციის ტრანსფორმაციის, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით თანამშრომელთა განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება; ფოკუსით ხელოვნური ინტელექტის (AI), ციფრული ინსტრუმენტების, ახალი ტექნოლოგიებისა და ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებაზე. შესაბამის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობით ორგანიზაციის სასწავლო და განვითარების (Learning & Development) სტრატეგიისა და გეგმების ფორმირება, კოორდინაცია, განხორციელება და პერიოდული განახლება, ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან და სამომავლო საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • განხორციელებული ტრენინგებისა და განვითარების ინიციატივების ეფექტიანობის შეფასება, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ბანკის მიერ თანამშრომელთა განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობისა და ორგანიზაციის შედეგებზე მათი გავლენის შეფასების მიზნით;
  • Performance Management პროცესის კოორდინაცია და ეფექტური ფუნქციონირების მხარდაჭერა, ასევე პროცესის გაუმჯობესებისა და მისი უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება, Performance Management სისტემის ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • HR ანალიტიკის წარმოება, HR მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, ტენდენციების, მაჩვენებლებისა და პროცესებთან დაკავშირებული ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირების მიზნით; ანალიზის შედეგების გამოყენება პროცესების შეფასებისთვის, გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრისთვის და შესაბამისი შემდგომი ქმედებებისა და ინიციატივების ფორმირების მხარდაჭერისთვის.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება HR-ის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია Performance Management-ის, Learning & Development-ის, Organizational Development-ის ან HR პროექტების მართვის მიმართულებით;
  • პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება და საკითხების ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პროცესების ანალიზისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნება;
  • AI tools-ის ცოდნა და მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
  • MS Excel-ისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა და ეფექტურად გამოყენების უნარი, ასევე სტრუქტურირებული და პროფესიული პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება; Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1).

ჩვენი იდეალური კანდიდატი

  • მოტივირებული და პროაქტიული;
  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
  • შედეგებსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარის მქონე.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით - "Learning, Performance & Change Specialist" შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15/12/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post