Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

MWWR1906 Posted 9 Nov Views: 1

ბუღალტერი

ბილდკინგს external listing
₾3500–4000 / month Apply by 10 Dec
Sign in and apply

შპს "ბილდკინგს" წარმოადგენს დინამიურად განვითარებად სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო ტენდერებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ავარიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

პოზიციის დასახელება: ბუღალტერი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 3 500 - 4000 ლარი თვეში, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვა სისტემაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოს აქტების აღრიცხვა და ავანსების გაქვითვა;
  • თანხების აღრიცხვა თითოეული კონტრაქტორის მიხედვით;
  • დამკვეთებთან აქტებზე ა/ფ-ის გამოწერა სრულ თანხაზე, ავანსის გაქვითვა და დაკავებული თანხების აღრიცხვა;
  • მიღებულ ავანსებზე დღგ-ს დარიცხვა და ჩათვლა;
  • სამშენებლო მასალების მიღება-ჩამოწერის აღრიცხვა ობიექტების მიხედვით;
  • ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა პროექტის კოდებისა და მუხლების ჭრილში;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა და ამონაწერების შედარება;
  • საბანკო გარანტიების და საკომისიოების აღრიცხვა;
  • ყოველკვირეული მონაცემების მიწოდება ფინანსური მენეჯერისთვის cash flow-სთვის;
  • მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ნაშთების შედარება
  • ხელფასის დარიცხვა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გაანგარიშება;
  • დღგ-ს, მოგების და სხვა ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; სრული პასუხისმგებლობა საგადასახადო ვალდებულებებზე;
  • ელ. ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების კონტროლი rs.ge-ზე, პირადი ბარათის შემოწმება;
  • შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია და შემოწმებებში მონაწილეობა;
  • ძირითადი საშუალებების (ტექნიკა, დანადგარები) აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
  • თვის დახურვა მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
  • წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-ში წარდგენა;
  • აუდიტისა და ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ან იმპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების მიმართულებით;
  • კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების, ავანსების, დაკავებული თანხებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
  • იმპორტის ოპერაციების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების (ORIS, 1C ან სხვა) ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ვადების დაცვის უნარი.
  • სავალდებულოა სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიზაინ მოლის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post