Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

N29YHNKP Posted 13 Nov Views: 0

საბაგიროს მართვის სამსახურის ელექტრიკოსი

ემ თი ეი

ემ თი ეი

ემ თი ეი external listing
₾1695 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 17) Apply by 30 Nov

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს მართვის სამსახურის ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ

  • კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
  • თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 1695 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • კურორტის საბაგიროებზე და ადმინისტრაცულ შენობაში ელექტროსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • უსაფრთხოების ზომების დაცვა;
  • შიდა ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გარე ქსელების გამართული მუშაობის ზედამხედველობა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ინფორმირება;
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მაღალი და დაბალი ძაბვის კაბელების მოვლა-პატრონობა;
  • ტრანსფორმატორების მოვლა-პატრონობა;
  • გენერატორების მოვლა-პატრონობა;
  • ელექტრო ფარებისა და კარადების მართვა-მოვლა-პატრონობა;
  • ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პროფესიული ან/და ტექნიკური განათლება;
  • შესაბამისი სერთიფიკატი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, ეთიკისი კოდექსისა და თანამდებობრივი აღწერილობის ცოდნა;
  • სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა (მათ შორის: 2013 წლის 17 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N340 ,,ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ; 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N434 ,,ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ და ა.შ).

პიროვნული მახასიათებლები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.
  • შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. „საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post