ტურისტული ტრანსფერების მძღოლი
შპს „სეიფ ტრანსფერი“ ეძებს სანდო და პასუხისმგებლიან მძღოლებს საკუთარი ავტომობილით ტურისტული ტრანსფერების განსახორციელებლად, ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივით
სამუშაოს აღწერა
- ტურისტების დახვედრა აეროპორტში და სასტუმრომდე მიყვანა;
- ტურისტების სასტუმროდან აეროპორტში მიყვანა;
- სხვა ტრანსფერების განხორციელება წინასწარ შეთანხმებულ დროსა და მარშრუტზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პირადი სარგებლობის ავტომობილი, უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და მოწესრიგებული;
- სასურველია ავტომობილი იყოს ჰიბრიდი ან ელექტრომობილე, 2016 წლის ან უფრო ახალი გამოშვების;
- მოქმედი მართვის მოწმობა:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ტურისტებთან თავაზიანი და კომუნიკაბელური ურთიერთობის უნარი;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
განაცხადში მიუთითეთ
- ავტომობილის მარკა, მოდელი და გამოშვების წელი;
- თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ, განაცხადს თან დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაფია (CV);
- მართვის მოწმობის ფოტო (წინა და უკანა მხარე);
- ავტომობილის ფოტო
ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები: ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად და შეთანხმდება თითოეული ტრანსფერის შესრულებამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი განაცხადი გამოგვიგზავნოთ ელ.მისამართზე.