Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

P15VV61K Posted 11 Nov Views: 0

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

Negotiable Apply by 12 Dec
Sign in and apply

სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ორგანიზაციის შესახებ

  • ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
  • ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
  • სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოვალეობები

  • სამსახურის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობს უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების მიერ სერვისდესკში დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით;
  • მასზე გადაცემული ინციდენტის დროული მოგვარება ან შესაბამისი კომპეტენციის სამსახურზე გადამისამართება;
  • მომხმარებლის კომპიუტერზე საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
  • კომპიუტერული აღჭურვილობის სათანადო მუშაობას და დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესის მართვა ან შეცვლა.

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებს 1 წლისა;
  • Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა ადმინისტრირების დონეზე;
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკურად/პროგრამულად გამართვის უნარი;
  • Android მობილური ოპერაციული სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ქსელის საბაზისო ტექნოლოგიების და საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • Active Directory-სთან და ManageEngine-ს პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა
  • თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დამატებითი შეთავაზება: პროფესიული განვითარება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11.12.2026

დაინტერესებულ პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post