Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

PB4FPWPC Posted 9 Nov Views: 0

ბუღალტერი

ჩემი ოფისი external listing
₾3000 / month Apply by 10 Dec
Sign in and apply

კომპანია "My Office" გთავაზობთ პროფესიულ შესაძლებლობას ფინანსურ გუნდში!

კომპანია "My Office" - საქართველოში საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

თუ კარგად იცნობთ საგადასახადო კანონმდებლობას, ფლობთ 1C-ის სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას და გსურთ თქვენი პროფესიული უნარების განვითარება სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში (1C);
  • საბანკო ოპერაციებისა და გადარიცხვების განხორციელება და კონტროლი;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება, შემოწმება და აღრიცხვა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, მოწესრიგება და არქივირება;
  • მყიდველებთან და მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების წარმოება და კონტროლი;
  • საგადასახადო პორტალზე (RS.ge) ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება;
  • მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სისწორისა და შესაბამისობის შემოწმება;
  • საგადასახადო ვალდებულებების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • საგადასახადო დეკლარირება დადგენილ ვადებში;
  • კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • RS.ge-ს ელექტრონულ პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის სიზუსტის მაღალი სტანდარტი.

სასურველი პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • სტაბილურ დასაქმებას განვითარებად და წარმატებულ კომპანიაში;
  • პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • გუნდთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას;
  • პასუხისმგებლობისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები

  • პოზიცია: ბუღალტერი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • თვიური ანაზღაურება: 3000 ლარი
  • ანაზღაურების გაცემა: საბანკო ანგარიშზე
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).

დაინტერესების შემთხვევაში

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ბუღალტერი".

შემოუერთდით "My Office"-ის გუნდს და გახდით ჩვენი კომპანიის წარმატების ნაწილი!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post