ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერი
შპს "Minty Market" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.
მინთი მარკეტი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება პროდუქციის ასორტიმენტის მართვისა და განვითარების პროცესში.
თუ ხარ ორგანიზებული, გაქვს ანალიტიკური აზროვნება, გაინტერესებს რითეილ სფერო და გსურს პროფესიული განვითარება კომერციული მიმართულებით, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის ასორტიმენტის მართვისა და განახლების პროცესში მონაწილეობა;
- არსებული პროდუქციის გაყიდვების ანალიზი და მონიტორინგი;
- მარაგებისა და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- ახალი პროდუქტებისა და ბრენდების მოძიებაში მონაწილეობა;
- ფასების, აქციებისა და შეთავაზებების მონიტორინგი;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების შესწავლა;
- კატეგორიის მენეჯერისთვის საჭირო ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
- პროდუქციის ეფექტური განთავსებისა და ასორტიმენტის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით);
- სასურველია სამუშაო გამოცდილება რითეილ, გაყიდვების ან შესყიდვების მიმართულებით;
MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სწრაფად სწავლის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- გამოცდილების მიღებას რითეილ და კატეგორიის მართვის მიმართულებით;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00-მდე. ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ: ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერი.