სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი
შპს „მეისონბეიქ-2026“, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოებას, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ბრენდ «მადამდე»-ს სახელით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს, როგორც პურ-ფუნთუშეულის, ასევე საკონდიტრო მიმართულებით. დღეს «მადამდე»-ის პროდუქციის შეძენა 1500–მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში.
შპს „მეისონბეიქ-2026“ აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე (ISO 22000, FSSC სტანდარტების შესაბამისად).
ძირითადი მოთხოვნები
- შესაბამისი განათლება/კვალიფიკაცია და მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმეწლიანი გამოცდილება;
- პროცესების მართვის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
- კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- სასურველია ინგლისური, რუსული ენების მეტნაკლები ხარისხით ფლობა.
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა-კონტროლი;
- ISO 22000-ის სისტემით მოთხოვნილი დოკუმენტებთან მუშაობა;
- უცხოელ კონსულტანეტებთან/აუდიტებთან ურთიერთობა, მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების იმპლემენტაცია.
დამატებითი ინფორმაცია
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
- სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე, 09:00 - 19:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.