9,220 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

PNWG2FEP Posted 27 Oct Views: 12

კვლევის ანალიტიკოსი - სტაჟიორი

Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Nov

"ეისითი გლობალი" არის კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ლიდერებს, ორგანიზაციებსა და მთავრობებს მნიშვნელოვანი ცვლილებების ძალას აძლევს. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

"ეისითი გლობალი" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

  • კვლევის ანალიტიკოსების ასისტირება: კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების (შეთავაზების დოკუმენტი, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ხელშეკრულებები, ანალიტიკური მოდელები) მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტის გეგმის გაწერის პროცესში მონაწილეობა;
  • კითხვარის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • ტრანსკრიპტების მომზადება და დაშლა;
  • ინტერვიუების ჩატარება;
  • შეხვედრების, ფოკუს ჯგუფების და ვორქშოფების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
  • კვლევის მეთოდების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1);
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართულად წერის უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის #4, I შესახვევი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (3 დღე ოფისიდან, 2 დღე ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა)
  • სტაჟირება ანაზღაურებადია, ოდენობა განისაზღვრება გასაუბრების შედეგად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი გლობალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შპს "ეისითი გლობალი" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში.

"ეისითი გლობალი" გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post