Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

PNYSP70P Posted 10 Nov Views: 12

დისტრიბუციისა და ოპერაციების მენეჯერი

Negotiable Apply by 8 Dec
Sign in and apply

„შპს ნატახტარი 2005“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციისა და ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია „ნატახტარი 2005“ დაარსდა 2005 წელს. ახორციელებს ნატახტრის ლუდსახარშის მიერ წარმოებულ და იმპორტული წარმოების ლუდებისა და ლიმონათის დისტრიბუციას ქ.თბილისის მასშტაბით. დასაქმებულთა რაოდენობა 170 თანამშრომელი.

სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე; მდებარეობა: თბილისი წერეთლის გამზირი 87 დ; მაღალანაზღაურებადი პოზიცია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სადისტრიბუციო და საოპერაციო მიმართულებების სტრატეგიული და ოპერაციული მართვა;
  • კომპანიის დამტკიცებული მიზნების, სტრატეგიისა და ბიზნესგეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მიმართულებების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსებისა და პასუხისმგებლობების განაწილება;
  • სადისტრიბუციო და საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ბიუჯეტის შესრულების, გადახდების კალენდრისა და ფინანსური ნაკადების კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანებებისა და გეგმა-ფაქტობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ბიზნესგარიგებების მომზადების, შეთანხმებისა და შესრულების პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • ბიზნესპროცესების მართვისა და კონტროლის შიდა პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
  • დაქვემდებარებული მიმართულებების ხელმძღვანელების საქმიანობის შეფასება და მათი შედეგების მონიტორინგი;
  • საოპერაციო, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და ახალი სისტემების დანერგვა;
  • ორგანიზაციული და საოპერაციო ცვლილებების მართვა და ბიზნესპროცესების ეფექტიანობის ზრდაზე ზრუნვა;
  • კომპანიის მფლობელებისა და დირექტორთა საბჭოსთვის მმართველობითი ანგარიშებისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • მმართველობითი ანგარიშგების სტანდარტებისა და ინფორმაციის მიწოდების ფორმატების განსაზღვრა;
  • კომპანიის სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერა და გარიგებების დადება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • საკადრო გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • კომპანიის ფინანსური რესურსების განკარგვა დამტკიცებული ბიუჯეტის, დადგენილი ლიმიტებისა და გადახდების კალენდრის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • დისტრიბუციის, ლოგისტიკის ან მსგავს ბიზნესსექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • საოპერაციო პროცესებისა და ბიზნესსაქმიანობის მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და მმართველობითი ანგარიშგების ცოდნა;
  • დებიტორული დავალიანებებისა და ფულადი ნაკადების მართვის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

  • აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post