← All vacancies

PQDVYX5F Posted 18 Nov Views: 2

უფროსი ექთანი

მედ 11 external listing
₾1000 / month Continue to the original listing ↗

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი "მედ 11" ეძებს უფროს ექთანს!

იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (1 სთ შესვენება)
  • ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი, (საქალაქო სასამართლოსთან)

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება

  • საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
  • პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი (სახარჯი მასალების, პრეპარატების და დოკუმენტაციის კონტროლი)
  • დაქვემდებარებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის უზრუნველყოფა
  • სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
  • სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
  • მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
  • საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
  • ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში

აუცილებელია, რომ

  • გქონდეს განათლება საექთნო მიმართულებით
  • გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
  • გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
  • იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
  • იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები

გაგვიხარდება, თუ

  • გექნება ხელმძღვანელ / უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გექნება გამოცდილება გადაუდებელი დახმარების სფეროში

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/uprosi-ektani/

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post