9,223 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

PQFX7PFE Posted 26 Oct Views: 2

ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

საბუდარა external listing
Sign in and apply
₾2000–2500 / month Apply by 27 Nov

წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი პოზიციაზე.

მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა - ქართული მეფრინველეობა 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი. ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. შპს საბუდარა ბოლო წლების მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • საექპოპრტო პროდუქციასთან დაკავშირებით შეკვეთების მიღება;
  • საბაჟო სამსახურისათვის (ექპორტ-იმპორტთან დაკავშირებული) დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ექპორტირებული/იმპორტული საქონლის ანალიზი და ანგარიშგების წარმოება;
  • პროდუქციის შეკვეთა;
  • ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი;
  • მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების ასლების მიღება, გაცნობა და მათი სისწორის დადასტურება;
  • საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო და ვეტერინარული) მართვა და კონტროლი;
  • განბაჟების განხორციელება;
  • ხელმძრავნელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ასიკუდას (ASYCUDA) ცოდნა ცაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ განვითარებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კვებას საწარმოს ხარჯზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას საწარმოს ხარჯზე;

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუქა თვალსაჩინოებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post