9,220 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

PT7M4W7G Posted 27 Oct Views: 23

ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი

GLB Logistics external listing
Tbilisi Full-time Other
Sign in and apply
₾2000 / month Apply by 25 Nov

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია GLB ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტს.

საინტერესო დეტალები: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ოფისი: 15:00-20:00 საათი სახლიდან 21:00-00:00 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები: - ავტოდილერების მოთხოვნების შესაბამისად შესაბამისი ავტომობილების მოძიება და შერჩევა. - ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის, კომპლექტაციის, გარბენისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციის შესწავლა. - ავტომობილების ფასების კვლევა და საბაზრო ღირებულების შეფასება. - ავტომობილების შეძენის მიზანშეწონილობის შეფასება ფასის, მდგომარეობისა და მოთხოვნის გათვალისწინებით. - პოტენციური რისკების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება. - შერჩეული ავტომობილების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ავტოდილერებისთვის შეთავაზება. - ავტოდილერებთან და ავტომობილების მომწოდებლებთან კომუნიკაცია. - მიმდინარე შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. - რუსული ენის ცოდნა — სამუშაო კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისთვის. - ინგლისური ენის ცოდნა — ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლისთვის. - კომპიუტერთან მუშაობისა და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების საბაზისო უნარები. - ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის შედარებისა და შეფასების უნარი. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა. - სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ - კარიერულ ზრდას; - პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას; - სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - ტრეინინგს სამუშაოს დაწყებამდე;

გასაუბრება შედგება შემდეგი ეტაპებისგან: - ტესტირება - გასაუბრება

თუ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ავტომობილების შერჩევისა და შეფასების სპეციალისტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post