გაყიდვების მენეჯერი უძრავი ქონების სფეროში
„BATUMI VILLAS“ ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს უძრავი ქონების სფეროში.
მოთხოვნები
- უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი პირისპირ შეხვედრისას, ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით
- Microsoft Office-ის კარგი ცოდნა
- ძლიერი ინტერპერსონალური უნარები და პროფესიონალური გარეგნობა
მოვალეობები
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის უძრავი ქონების პროექტების შესახებ კონსულტაციის გაწევა
- კლიენტებთან შეხვედრებისა და ობიექტის/პროექტის დათვალიერების ორგანიზება
- პოტენციურ კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა
- კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა და მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა
- გაყიდვების ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათზე მუშაობა
- დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებული ხელფასი: 1.700 – 2.000 ლარი თვეში
- ბონუსი: 1.500 ლარი თითოეული გაყიდული უძრავი ქონებისთვის
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.