Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

Q88XC10P Posted 13 Nov Views: 0

ბარისტა

₾700 / month Sign in and apply

−57% vs the usual · usual 1,610 ₾ · 115 ads

Posted 13 Nov (Days left: 14) Apply by 27 Nov

Insurance · in the ad

სპორტული დარბაზების ქსელი - „რეფორმა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი და სხვა ჯგუფური ვარჯიშებით, ასევე გამოიყენოთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, თქვენზე მორგებული პაკეტებით და აბონიმენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

„რეფორმა“-ს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ ახალ თანამშრომელს - ბარისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #3

სანუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით - 08:00-16:00; 16:00-23:30 (1 სთ შესვენება)

ანაზრაურება: 700 ლარი(ნეტი) + ბონუსი(ყოველთვიური)

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • აოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

  • მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
  • ყოველთვიურ ფიტნეს აბონიმენტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ბარისტა“.

სპორტ დარბაზი „რეფორმა“, მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post