Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

QJ2ZDPX5 Posted 20 Nov Views: 5

სალაროს გამგე

თიბისი

თიბისი

თიბისი external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 20 Nov (Days left: 14) Apply by 5 Dec

Official contract · in the ad

“თიბისი”აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - სალაროს გამგე -დუშეთის ს/ც #1

დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა სალაროს გამგის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც სალაროს გამგე

  • გააკონტროლებ საკასო ოპერაციებს;
  • აწარმოებ კლიენტების ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურებს;
  • აწარმოებ მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა და სხვადასხვა ფასეულობის მიღება-გაცემის ოპერაციებს;
  • უზრუნველყოფ ფილიალის საცავსა და საღამოს სალაროს შორის ნაღდი ფულის მოძრაობასთან (სავანსო თანხების გაცემა და მიღება) დაკავშირებული პროცედურებს
  • აწარმოებ სათავო ბანკის საცავიდან ნაღდი ფულით ფილიალისთვის სალაროს გამაგრების ოპერაციებს
  • უზრუნველყოფ სალაროს ყოველდღიური ნაშთის ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • უზრუნველყოფ სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას და მათ სათანადო შენახვას;
  • უზრუნველყოფ ფულის და სხვა ფასეულობების საცავში დადგენილი წესისამებრ შენახვას ;
  • დადგენილი პერიოდულობით ან სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფ სალაროს ფასეულობის რევიზიისთვის აუცილებელ ღონისძიებებს;
  • უზრუნველყოფ თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობას სალაროს გამართული ფუნქციონირებისთვის;
  • ადეკვატურად და ოპერატიულად ირეაგირებ ოპერაციებში შცდომების ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში

კვალიფიკაცია

  • აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროგრამების, ტარიფების ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ველოდებით გამოხმაურებას თუ

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
  • გაქვს ლიდერობის უნარი
  • გაქვს გუნდის შეკვრის უნარი
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CJBZW

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post