პროექტის მენეჯერი
+52% vs the usual · usual 2,632 ₾ · 144 ads
Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec
შპს "ბილდკინგს" წარმოადგენს დინამიურად განვითარებად სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო ტენდერებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ავარიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 4000 ₾ / თვე პროექტის განხორციელების ლოკაცია: მარნეულის მუნიციპალიტეტი — შენობის რეკონსტრუქციის პროექტი.
ძირითადი მოვალეობები
- მარნეულში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის სრული მართვა და კოორდინაცია
- სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმარებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე).
- სახელმწიფო ტენდერებისა და მუნიციპალური პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვებისა და ვადების მკაცრი კონტროლი.
- სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური ზედამხედველობა, ხარისხის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
- ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.
- პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ფინანსური ანგარიშგება ხელმძღვანელობის წინაშე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი ინჟინერ-მშენებლის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
- გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ხელმძღვანელ პოზიციაზე (სამშენებლო სფეროში).
- უნარები: საჯარო შესყიდვებისა და სახელმწიფო ტენდერების რეგულაციების ღრმა ცოდნა; AutoCAD-ის და სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამების სრულყოფილი ფლობა.
- პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული თვისებები, სტრატეგიული აზროვნება და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული ზრდისა და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
- კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.