9,283 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

QT73MXGN Posted 27 Oct Views: 12

მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე

Tbilisi Full-time Other Operator
Sign in and apply
₾1200 / month −13% vs the usual · usual 1,372 ₾ · 74 ads Apply by 27 Nov

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.

"შპს ჯორჯიან ფექიჯინგი " 2016 წლიდან აწარმოებს სურსათის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჭიქებს ცხელი და ცივი სასმელებისთვის, პურ-ფუნთუშეულის პაკეტებს, სხვადასხვა სახეობის ყუთებს. კომპანია მუშაობს სურსათის უვნებლობის სასერტიფიკაციო სქემის FSSC 22000-ის ფარგლებში.

მოვალეობები: მანქანა-დანადგართან ოპერირება, მთავარი ოპერატორის დახმარება.

ოპერატორის თანაშემწე ვალდებულია:

  • მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • დაიცვას სურსათის უვნებლობის სტანდარტით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება.
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა კომპანია არ ზღუდავს კანდიდატებს, საქმის ადგილზე შესწავლის სურვილის შემთხვევაში.
  • ტექნიკური აზროვნება, ერთფეროვნების ატანის უნარი;
  • კორპორაციული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • არაკონფლიქტურობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
  • ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში NET: 1200 ლარიდან.
  • კომპანია მდებარეობს თბილისში, დიდი დიღომში, არჩილ მეფის 1;

გასაუბრების ეტაპები:

  • CV-ის გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინტერვიუ-გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს.

კომპანია ჯორჯიან ფექიჯინგი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვისათვის.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე.

ტ: 2 35 70 03;

შერჩევის პროცესი გაგრძელდება 2026 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორის თანაშემწე.

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post