საწარმოს თანამშრომელი
"ძმების" ნახევარფაბრიკატების მცირე ზომის საწარმოში გვაქვს ვაკანსია, ვეძებთ ენერგიულ, მონდომებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს.
ადგილზე ვამზადებთ ბლინებს, ხინკლებს, პელმენებს, კატლეტებს და ა.შ სასურველია გქონდეთ გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი, ან იყოთ კარგი დიასახლისი. ადგილზე აუცილებლად შეგასწავლით ყველანაირ დეტალს.
გპირდებით მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოზე, ნუცუბიძის პირველ პლატოზე, საწარმოსთან მოდის როგორც ავტობუსი, ისე მიკრო ავტობუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-18:00 ან 09:00-17:00 ანაზღაურება: 50-70 ლარი დღეში (დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე)
დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.