9,386 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

R3JVXR4J Posted 28 Oct Views: 1

შეფ-მზარეული

Sign in and apply
Negotiable Apply by 29 Nov

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". "წისქვილს" მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner და სხვა..). მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფი"-ს პირველი ფილიალი ქვეყნის ფარგლებს მიღმა, სულ მალე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გვიმასპინძლებს და აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე!

პოზიციის დასახელება: შეფ-მზარეული სამუშაო ადგილი: გერმანია, ბერლინი

ძირითადი მოვალეობები:

  • საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება, ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
  • სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
  • სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
  • კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადების მონიტორინგი;
  • ახალი კერძებისა და შესაბამისად ტექნოლოგიური ბარათების შექმნა-მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • საშტატო განრიგის შედგენა და დასწრების მონიტორინგი;
  • პრაქტიკანტების მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოებისა და HACCP სტანდარტების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
  • უპირობოდ აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
  • აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ქართულ რესტორანში გერმანიაში;
  • კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული სამზარეულოს და ტრადიციული კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
  • გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
  • პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:

  • დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • გუნდის მოტივირებისა და სწორად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროისა და პროცესების სწორად მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post