Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

R45DEMGJ Posted 7 Nov Views: 0

გათბობა-კონდიცირების სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by 4 Dec
Continue to the original listing ↗

2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას გათბობა-კონდიცირების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საწვავი;
  • სატელეფონო ლიმიტი;

ძირითადი ფუნქციები

  • გათბობა-გაგრილების სისტემების წმენდა და გეგმიური პროფილაქტიკური შემოწმება/დიაგნოსტირება;
  • დანადგარის დაზიანების შემთხვევაში ზუსტი დიაგნოსტიკა და შეკეთება;
  • დაზიანებული მოწყობილობების შესაკეთებლად აუცილებელი სათადარიგო ნაწილების შესყიდვის ინიცირება;
  • გამოყენებული სათადარიგო ნაწილების აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით ან შესაბამისი სერთიფიკატით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5HxpHkE

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post