ბუღალტერი (ბათუმი)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას
პოზიცია: ბუღალტერი დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტისამუშაო
სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: - საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; - სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System - LMS) და B6-ის ცოდნა; - საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; - სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; - MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განათლება: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით; - პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები: - საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება;** საბუღალტრო გატარებების წარმოება; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;** საბანკო ოპერაციების შესრულება; - ოპერაციების პროგრამაში ასახვა; - ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა და სიზუსტე; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ ტრენინგებს; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ადგილმდებრეობა: ბათუმი
ანაზრაურება: 2500 ლარი (GROSS-კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე)
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; - შაბათი: 09:20-14:20; - 40-საათიანი სამუშაო კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/FhBo5
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.