სამუშაოთა მწარმოებელი / ხარისხის კონტროლის მენეჯერი
კომპანია სოლუმ პერსპექტივა ეძებს ენერგიულ შედეგზე ორიენტირებულ კადრს მინიმუმ 5 წლიანი სამშენებლო გამოცდილებით სამუშაოთა მწარმოებელს (პრარაბს)/ ხარისხის კონტროლის მენეჯერს, რომლის უმთავრესი მოვალეობები იქნება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო უბნებზე (მისამართი ზემო ფონიჭალა ღოღობერიძის ქუჩა) დასაქმებული საკუთარი პერსონალის ასევე დაქირავებული ქვეკონტრაქტორი კომპანიის პერსონალის მიერ სამშენებლო სამუშაოებოს ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი კერძოდ: - მშენებლობის დროს ხარვეზების დროული იდინტიფიცირება და მათ გამოსწორებაზე მუდმივი მონიტორინგი. - წინადადებების წარდგენა პროექტის მენეჯმენტთან გამოვლენილი ხარვეზების გადაჭრის საუკთესო და გარანტირებული გზების შესახებ - დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის მონიტორინგი. არაკვალიფიციური ან არადისციპლინირებული კადრების გამოცხრილვა/ ჩანაცვლება შესაბამისი კვალიფიკაციის და დისციპლინის მქონე პერსონალით.
უბნები სადაც განსაკუთრებული კონტროლია საჭირო: - საფასადე სამუშაოების შესრულების მონიტორინგი: იქსპიესის გაკვრა , ლესვა ღებვა. - სტიაჟკის მოწყობა სართულებზე დონეების სწორად დაჭერა. - კერამოგრანიტის დაგება აივნებზე და აივნების ჰირდოიზოლაცია, კარფანჯრების მონტაჟის სისწორე, სიმყარე, ფურნიტურის გამართულობა. - სახურავზე თბო და ჰიდროიზოლაციის სწორად მოწყობა და სხვა სამუშოები.
აუცილებელი მოთხოვნები: პრაქტიკული გამოცდილების მქონე, პუნქტუალური, მომთხოვნი, შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი სრული დღე. დასვენების დღეები კვირა. სამუშო კონტრაქტის ხანგრძლივობა 3 წელი. ანაღაზურება: 3000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.