Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

RR18VEGK Posted 12 Nov Views: 9

ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი

JSC CAUCASIAN PET COMPANY external listing
₾1300 / month Apply by 20 Nov
Sign in and apply
Insurance · in the ad

სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
  • ქართული enis codna ( რუსული/უკრაინული ენის ცოდნა საშუალო დონეზე).
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
  • კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
  • წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
  • სწრაფი ათვისების უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები

  • შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
  • ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
  • მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
  • პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
  • საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება). ანაზღაურება 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7,77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ - ან 10,76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავებ ცვლებზე).

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post