Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

RXKGRCRC Posted 13 Nov Views: 1

სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით

ნეოფარმი

ნეოფარმი

ნეოფარმი external listing
₾2500 / month Sign in and apply

+32% vs the usual · usual 1,900 ₾ · 374 ads

Posted 13 Nov (Days left: 7) Apply by 20 Nov

Insurance · in the ad

კომპანია „ნეოფარმი“ აცხადებს ვაკანსიას „სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით“ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათ-კვირა დასვენება. ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები

  • ნევროლოგებთან, ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის ნევროლოგიური მედიკამენტების შესახებ ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების წარმოჩენა;
  • ექიმებისთვის სემინარების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება ნევროლოგიური თემატიკით;
  • მოლაპარაკებების წარმოება ექიმებთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;

მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • აუცილებელია ნევროლოგიის მიმართულებით სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- „სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე არ განიხილება რეზიუმე, თუ იქნება ვაკანსიაში მოცემული მოთხოვნების შეუსაბამო.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს „ნეოფარმი“-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა.

შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა; ტელ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge

შპს „ნეოფარმი“ გისურვებთ წარმატებას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post