9,777 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

SBB7KDQS Posted 20 Oct Views: 12

ურბანისტი

Biji Architecture external listing
Sign in and apply
₾3500 / month Apply by 21 Nov

კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ ურბანისტს, რომელიც ჩაერთვება ურბანული დაგეგმარების პროექტების კვლევის, კონცეფციის შემუშავების, დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების კონცეფციების შემუშავება;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დოკუმენტაციის მომზადება;
  • მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნების შესწავლა და პროექტებში გათვალისწინება;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა;
  • საპროექტო ტერიტორიის ფიზიკური, ურბანული, სამშენებლო და გარემოსდაცვითი მახასიათებლების კვლევა და ანალიზი;
  • მიწის გამოყენების, ფუნქციური ზონირების, განაშენიანებისა და სივრცითი განვითარების სქემების მომზადება;
  • ტრანსპორტის მოძრაობის, საფეხმავლო კავშირებისა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
  • გარემო და გეოგრაფიული ფაქტორების, მათ შორის მზის ინსოლაციის, რელიეფისა და კლიმატური პირობების ანალიზი და მოდელირება;
  • მდგრადი განვითარების პრინციპების საპროექტო გადაწყვეტილებებში ინტეგრირება;
  • პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების პროცესის მართვა;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია;
  • პროექტში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მომზადება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის პრეზენტაციების, გრაფიკული მასალებისა და განმარტებითი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, სივრცითი დაგეგმარების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
  • გრგ-ის, გდგ-ის ან სხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმების გამოცდილება;
  • საქართველოს ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • GIS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • SketchUp-ის, Revit-ის ან სხვა 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • Adobe InDesign-ის, Illustrator-ის ან Photoshop-ის ცოდნა;
  • მასშტაბური საცხოვრებელი, კომერციული ან მრავალფუნქციური პროექტების დაგეგმვის გამოცდილება;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან კანდიდატის ხელმძღვანელობით შეთანხმებული პროექტების არსებობა;
  • საპროექტო ჯგუფის ან სხვადასხვა პროფესიის კონსულტანტების კოორდინაციის გამოცდილება;
  • ტრანსპორტისა და მობილობის დაგეგმვის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: 3, 500 ლარამდე NET — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ურბანისტი - სახელი და გვარი".

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post