9,429 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

SC1BT67W Posted 27 Oct Views: 28

კურიერი

ჩემი ოფისი external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Nov

შემოუერთდი "My Office"-ის გუნდს და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

"My Office" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკური სამუშაო გარემო, გელოდებით ჩვენს გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 9ა - მეტრო "დიდუბიდან" ფეხით დაახლოებით 5 წუთის სავალზე.

ჩვენ შესახებ

"My Office" პრინტერებისა და საოფისე ტექნიკის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს და ვთანამშრომლობთ ქართულ ბაზარზე მოქმედ წამყვან ბიზნესებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობა და მეგობრული სამუშაო გარემო.

რას გააკეთებ ჩვენთან?

  • საოფისე ტექნიკის, პრინტერებისა და სახარჯი მასალების მომხმარებლებისთვის მიწოდება;
  • მიწოდების პროცესის ორგანიზებულად და დროულად შესრულება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.

რას ველოდებით შენგან?

  • B კატეგორიის მართვის მოწმობას და მართვის მინიმუმ 2-წლიან გამოცდილებას;
  • თბილისის ქუჩებში თავისუფლად ორიენტირებისა და სანავიგაციო აპლიკაციების გამოყენების უნარს;
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნას;
  • პასუხისმგებლობის გრძნობას, სიზუსტესა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებას;
  • პოზიტიურ განწყობასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის კარგ უნარებს.

რას გთავაზობთ?

  • სტაბილურ ანაზღაურებას - ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ;
  • ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას - დატვირთვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გათვალისწინებით;
  • კომპანიის სრულად დაზღვეულ ავტომობილს - სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად;
  • კომპანიის მობილურ ტელეფონს შეუზღუდავი სასაუბრო დროით;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა ფასდება;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე.

როგორ შემოუერთდე ჩვენს გუნდს?

თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი.

"My Office" გელოდება - გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post