ავიაბილეთების ოპერატორი
"Aegean Blue" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია — შემომავალ სატელეფონო ზარებზე, Messenger-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- Amadeus-ის სისტემაში მუშაობა — ჯავშნების შექმნა და მართვა, ავიაბილეთების გამოწერა, თარიღის ცვლილება, ბილეთის გადაცვლა (Reissue), თანხის დაბრუნება (Refund) და სხვა ძირითადი ოპერაციების შესრულება;
- მომხმარებლებისთვის ავიაბილეთებთან, ჯავშნებთან და ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
- ყოველდღიური სამუშაო რეპორტების, რეესტრებისა და Excel-ის ცხრილების წარმოება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;
- კომპიუტერთან და Microsoft Excel-თან მუშაობის უნარი;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- Amadeus-ის ცოდნა და სისტემაში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.