აგრომეურნეობის დირექტორი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას მრავალწლოვანი კულტურის მეურნეობის დირექტორის პოზიციაზე, სამეგრელოში, ერთ-ერთი აგრარული კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- ბაღების სრული საოპერაციო პროცესის მართვა, დაგეგმვა და კონტროლი;
- ბაღების მოვლა-პატრონობის წლიური და სეზონური სამუშაო გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- გაშენების, ზრდის, განვითარების, მოსავლიანობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
- აგროტექნიკური სამუშაოების, მათ შორის გასხვლის, განოყიერების, მორწყვის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის მოვლის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- აგრონომებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბაღების პროდუქტიულობისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- სარწყავი სისტემების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მოსავლის მოცულობის პროგნოზირება, მოსავლის აღების პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- მოსავლის აღების, დახარისხების, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მომზადების პროცესების კოორდინაცია;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მოსავლის აღების შემდგომი პროცესების (Post-Harvest Management) მართვა, პროდუქციის დანაკარგების მინიმიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით;
- ბაღების საოპერაციო ბიუჯეტის შემუშავება, ხარჯების დაგეგმვა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
- წარმოების თვითღირებულების ანალიზი და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- საოპერაციო ეფექტიანობისა და მოსავლიანობის ზრდისკენ მიმართული სტრატეგიული და პრაქტიკული ინიციატივების შემუშავება;
- ბაღებში დასაქმებული მუდმივი და სეზონური პერსონალის საქმიანობის მართვა, სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და მათი დროული მობილიზების უზრუნველყოფა;
- სასოფლო-სამეურნეო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და შესყიდვების პროცესის კონტროლი;
- საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების, მოთხოვნის, ფასების დინამიკისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
- ექსპორტის არსებული და პოტენციური ბაზრების შეფასება და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო მყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და საექსპორტო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;
- საექსპორტო გაყიდვების გეგმების, მიწოდების მოცულობებისა და შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი;
- საექსპორტო ბაზრების სპეციფიკური მოთხოვნების, ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
- პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ვადების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
- საერთაშორისო ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის GLOBALG.A.P.-ისა და სხვა შესაბამისი სერტიფიცირების პროცესების კოორდინაცია;
- საექსპორტო ბაზრებზე არსებული კომერციული და საოპერაციო რისკების შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ბაღების განვითარების, ახალი ფართობების ათვისებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- ბაღების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (მოსავლიანობა, პროდუქციის ხარისხი, თვითღირებულება, დანაკარგები, საექსპორტო გაყიდვები) განსაზღვრა, ანალიზი და კონტროლი;
- ბაღების საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, სოფლის მეურნეობის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში).
- მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება აგრარულ ინდუსტრიაში დირექტორის, საოპერაციო დირექტორის, ბაღის მენეჯერის პოზიციაზე;
- ბაღების სრული საწარმოო ცილკის მართვის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია GLOBALG.A.P-ის დანერგვის ან აუდიტის გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა კარგად;
დამატებითი ინფორმაცია
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა
- სამედიცინო დაზღვევა
- სატელეფონო ლიმიტი
- საწვავის ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.