Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

SM4FFT1C Posted 11 Nov Views: 4

შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

Argos Consulting external listing
Tbilisi Full-time Law
₾1400 / month Apply by 12 Dec
Sign in and apply

სწრაფად მზარდი კომპანია "Argos Consulting" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

დასახელება: შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

კომპანია "Argos Consulting" http://www.argos.ge

გვესაჭიროება ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში განვითარების სურვილის მქონე კანდიდატები, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ჰორეკას სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1400 ლარი

დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია სასტუმროში (ჰორეკას სექტორში) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების კუთხით გამოცდილება;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი ან სტუდენტი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სპეციალობით;

ძირითადი მოვალეობები

  • შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
  • ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება;
  • ობიექტის მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ;
  • ობიექტის მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება;
  • წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი;
  • რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ელ.ფოსტაზე და აღწერაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "Argos Consulting".

გაცნობებთ, რომ "Argos Consulting"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post