ოკუპაციური თერაპევტი
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" - ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტის შეფასება;
- კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
- შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კლიენტისათვის მშობლისათვის/მეურვესთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
- შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
- დოკუმენტაციის წარმოება;
- კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის თვით-მოვლის, დასვენება/გართობისა და სწავლის უნარის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
- დამხმარე საშუალების, შერჩევა, მორგება და მოხმარების შესახებ მშობლისათვის და ბავშვისათვის სწავლება; არასტანდარტული შერჩევის დროს თერაპევტი და სახელოსნოს თანამშრომელთან ერთად საჭირო დიზაინის დადგენა და მასალის განსაზღვრა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ოკუპაციური თერაპიის განხრით;
- სენსორული ინტეგრაციის კუთხით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სავალდებულო მოთხოვნები
- თანადგომისა და ემპათიის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
- გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- წერითი უნარ-ჩვევები
- ინგლისურ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს
სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.